გლდანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
ახალ სააღმზრდელო წელს, 24 ბაგა ბაღში განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან. ერთ-ერთია გლდანის რაიონში მდებარე №107 საბავშვო ბაღი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა სახურავი, განახლდა ფასადი, გარემონტდა ინტერიერი და დამონტაჟდა ლიფტი შშმ პირთათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც. №107 საბავშვო ბაღი 500-მდე აღსაზრდელს ემსახურება.