გლდანის ციხის ათი პატიმარი საჯარო სამსახურში დასაქმდა

უპრეცენდენტო დასაქმების პროგრამა – იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მსჯავრდებულები დოკუმენტების გაციფრების პროცესში ჩაერთვებიან.  პროექტი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება. ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი.