88 წლის ასაკში საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი გურამ (გიზო) გაბესკირია გარდაიცვალა. ის გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად იყო ფილმ „დათა თუთაშხიას“ დამდგმელი რეჟისორი. გადაღებული აქვს ფილმები „ზღვის მაშვრალნი“ და „ვასილ კიკვიძე“. 1972 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორად, იყო „ქართული ფილმის“ მეორე შემოქმედებითი გაერთიანებისა და კინოსტუდია „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელი. კითხულობდა ლექციებს სულხან-საბა ორბელიანის თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. გიზო გაბესკირიას მინიჭებული ჰქონდა თბილისის საპატიო მოქალაქის და „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.