„გიზ-გიზ“ ფესტივალი მესტიაში

მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ დასასრულს უახლოვდება. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქტების წარდგენის საშუალება ჰქონდათ. სტუმრების განწყობაზე ამ წუთებშიც ზრუნავენ ქართველი დიჯეეები. „გიზ-გიზი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. შარშან ფესტივალს გუდაურმა უმასპინძლა. მიზანი საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვაა.

მარიამ ბერძენიშვილი მესტიიდან.