გივი თარგამაძის სასამართლო

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გივი თარგამაძის სასამართლო გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაკითხა გამომძიებელი. გივი თარგამაძის თქმით, კომისია არალეგიტიმურია და შესაბამისად, არ აპირებს მათ კითხვებს გასცეს პასუხი. დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებისთვის გივი თარგამაძეს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან გადაიხადა.