თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, გივი თარგამაძის გამოკითხვა დასრულდა. ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაპირველად პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, თუმცა, მან საგამოძიებო პროცედურის ჩატარება, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ისურვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას არ აქვს სურვილი ითანამშრომლოს ისეთ პროკურატურასთან, რომელსაც მისი აფეთქების საქმე, ამ დრომდე არ გამოუძიებია. თარგამაძის განცხადებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ის 2003-2012 წლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, ქვეყანაში არსებული თავდაცვისა და უშიშროების, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე კითხვების დასასმელად დაიბარა.