გივი თარგამაძე დააკავეს – გამოხმაურება

13:30, 27.06.2025

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გივი თარგამაძე დააკავეს. თარგამაძე სასამართლოს განაჩენს სახლში ელოდებოდა, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი ის მზიურის პარკთან მდებარე პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა სადაც სამართალდამცველებმა ბრალდება გააცნეს და დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სასამართლომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გივი თარგამაძეს შვიდი თვით
პატიმრობა მიუსაჯა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დილით გამოცხადდა. პროცესს თავად გივი თარგამაძე არ ესწრებოდა.

გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს თავდაპირველად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოსების დაკავებებს ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი