საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი, გივი მიქანაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი მინისტრი მუშაობდა როგორც ლექტორი-პედაგოგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ახლო შეხება ჰქონდა ყველა იმ საკითხთან, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმირებას უკავშირდება. მთავრობის მეთაურმა უმაღლესი განათლების დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის განხორციელება საშუალოვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. მისი თქმით, გამოწვევებია ზოგადი განათლების სფეროშიც. წარდგენას განათლების ყოფილი მინისტრიც ესწრებოდა – ალექსანდრე წულაძემ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და გივი მიქანაძეს წარმატებები უსურვა.