გივი მიქანაძის შეხვედრა მოსწავლეებსა და სტუდენტებთან

18:26, 27.08.2025

როგორია განათლების მინისტრის ხედვა ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით – ამ თემებს შეეხო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც მინისტრმა გივი მიქანაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან გამართა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროექტები გააცნო და მათგან მოისმინა მოსაზრებები, თუ რა სახის პროექტების განხორციელებას მიიჩნევენ საჭიროდ. საუბარია, როგორც საგანმანათლებლო პროექტებზე, ისე სხვადასხვა აქტივობაზე.

მსგავსი