გივი მიქანაძის ბრიფინგი

გივი მიქანაძის განცხადებით, „პლატფორმა 20/20“ და ვასილ ურუშაძე დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან. „ქართული ოცნების“ წევრი მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით.

მიქანაძის თქმით, „პლატფორმა 20/20“-მა საჯაროდ უნდა წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“. საპასუხოდ, ვასილ ურუშაძე აცხადებს, რომ ის აპოლიტიკური ადამიანია და „ქართული ოცნების“ მხრიდან მის ორგანიზაციაზე მსგავს დამოკიდებულებას დისკრედიტაციად აფასებს.