გივი მიქანაძე გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში იმყოფებოდა. გივი მიქანაძემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაწესებულების საქმიანობას გაეცნო და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტები, სათავგადასავლო ტურიზმის სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადების საკითხები და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული, პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები.