გივი ჭიჭინაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა

“ქართული ოცნების” ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა. გივი ჭიჭინაძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ძულუხის, სულორისა და ზედა ვანის მაცხოვრებლებს ესაუბრა და წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა.

დეპუტატობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ვანისა და ხონის მცხოვრებლებს მხარდაჭერისთვის და 28 აპრილს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.