გივი ბერუაშვილის გამოკითხვა პოლიციაში

გვიან ღამით დასრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული, 21 წლის გივი ბერუაშვილის გამოკითხვა პოლიციაში. რუსმა სამხედროებმა ის ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. 21 წლის ახალგაზრდა სოფელ დიცთან, კვირას უკანონოდ დააკავეს. ფაქტის თვითმხილველი თავად დაკავებულის ოჯახი იყო, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში ცხოვრობს.