გივი აღაპიშვილის ნამუშევრების გამოფენა
გივი აღაპიშვილის ბოლო ნამუშევრის „საიდუმლო სერობის“ წარდგენა გაიმართა „იარტ გალერეაში.“ ექსპოზიციაზე გამოიფინა მისი სხვა ნახატებიც. გივი აღაპიშვილის ფერწერული ტილოების ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში პარიზში, რომში და ვენაში.