გიული ალასანიას განცხადება

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს გიული ალასანია.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის დედამ პრესკონფერენცია მედიკოსებთან ერთად გამართა. ალასანია ამბობს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა არ გაითვალისწინა ექიმების რეკომენდაციები და მიხეილ სააკაშვილს არ უტარდება სათანადო მკურნალობა და გამოკვლევები. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი ალტერნატიული კომისიის წევრები მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. პრესკონფერენციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად დღეს სააკაძის მოედანზე გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს.