გიული ალასანიას გამოხმაურება

გიორგი ჩალაძის განცხადებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტის დედამ, რომელიც „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ქუჩაში ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას. როგორც ცნობილია, გიორგი ჩალაძემ, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ხელისუფლება მიიღებს ქუჩაში ომს, თუკი მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითად არ გადაწყდება.