გირგვლიანის საქმე

კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი დათა ახალაიას. კუდ-ის ყოფილი უფროსი სანდრო გირგვლიანის და კიდევ ორი პირის გატაცების ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმე ეხება ეპიზოდს, რომელიც ოქროყანის სასაფლაოზე სხვადასხვა პერიოდში მომხდარ ორ გახმაურებულ შემთხვევას აერთიანებს.

გირგვლიანის გარდა პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსანს კიდევ ორი პირის თავისუფლების აღკვეთაში ედავებოდა.