გირგვლიანის საქმე

სასამართლო რეზონანსულ საქმეზე განაჩენის გამოსატანად ემზადება.

სანდრო გირგვლიანის საქმის ოქროყანის ეპიზოდზე ოთხწლიანი განხილვა დასრულებულია.

საქმის მთავარი ფიგურანტი კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია არის, რომელსაც გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის და კიდევ ორი ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავებიან. საუბარია 2005 წელს გატაცებულ ვამეხ აბულაშვილსა და კახა დაბრუნდაშვილზე, რომელთა საქმეები გირგვლიანის ეპიზოდთან გააერთიანეს.

გამოძიების ინფორმაციით, პირადი შურისძიების მოტივით მითითებული პირები ოქროყანის სასაფლაოზე პირადად ახალაიამ გაიტაცა.

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებულ მძიმე ბრალდებებს 60-მდე მოწმის ჩვენებით და წერილობითი მტკიცებულებებით ამყარებს.