გირჩის „შმაქსი“

რელიგიური ორგანიზაციის შემდეგ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ კომპანია „შმაქსს“ აფუძნებს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ კომპანიაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს და მათ გადაეცემათ „შმაქსის“ ტრაფარეტი. მძღოლები კი მომხმარებელს განსხვავებულ სერვისს შესთავაზებენ. მგზავრობის გარდა მომხმარებელი ავტომობილში მიიღებს საგანმანათლებო ინფორმაციას და თანხასაც შესაბამისად გადაიხდის. სერვისის გაწევისთვის კი მძღოლებს დედაქალაქის მერიის ლიცენზია არ დაჭირდებათ.

„გირჩს“ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ დედაქალაქის მერიაში, სადაც ამბობენ, რომ მსგავსი ქმედება გულისხმობს ტაქსის სერვისის გაწევას და ლიცენზიის გარეშე ექვემდებარება დაჯარიმებას.