„გირჩის“ პროტესტი

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ მონაწილეობას აღარ მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის იმ ღონისძიებებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძე წარადგენს.

განცხადება ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა. მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადება გახდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ პროპორციულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ თავდაპირველი თანხმობა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა.