„გირჩის“ მოთხოვნა

მიხეილ სააკაშვილთან ონლაინშეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის პარტია „გირჩი“. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკურ პროცესსა და სხვა პარტიებზე, შესაბამისად, სწორედ მასთან საუბარი იქნება მართებული. „გირჩის“ ინიციატივას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია მიხეილ სააკაშვილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სხვა ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, რომ სააკაშვილს დიდი გავლენა აქვს ენმ-ზე, მაგრამ არა – მათ პარტიებზე.