„გირჩის“ მიმართვა

არჩევნებამდე 20 დღით ადრე „გირჩი“ მხარდამჭერებისთვის მიმართვას ავრცელებს.

ტექსტში აქცენტი გაკეთებულია თავისუფლების იდეაზე და საუბარია, რომ თავად „გირჩის“ და მისი პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ კვლავ გაგრძელდება და მოიმატებს დეზინფორმაცია, რომელიც თავად ჯაფარიძის განცხადებით, მოდის როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის მხრიდან.

„გირჩი“ ამომრჩეველს 28 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს.