პარტია „გირჩის“ საკრებულოს დეპუტატებმა, თბილისის საკრებულოს „შუქნიშნის წითელ სიგნალზე მარჯვნივ შეხვევის რეგულირების შესახებ“ ინიციატივით მიმართეს. საკითხთან დაკავშირებით, მათ საკრებულოში ბრიფინგი გამართეს. „გირჩის“ ინიციატივა მიზნად ისახავს თბილისში, ყველა გზაჯვარედინზე, შუქნიშნის წითელ სიგნალზე მარჯვნივ შეხვევა გახდეს ნებადართული, გარდა შემთხვევებისა, როცა ეს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ არის მიზანშეწონილი. საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, ეს არის კარგად აპრობირებული, ჩრდილოამერიკული „მოდელი, რომელიც არაერთ დიდ თუ მცირე ქალაქში, მრავალი წელია მოქმედებს. გირჩის წევრების განცხადებით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში მარჯვნივ მოხვევის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის, საცობების, შემცირებას.