„გირჩის“ განცხადება

„გირჩმა“ საკუთარ ოფისში საროსკიპო, სახელწოდებით „პიონერი“, გახსნა.

ფართის დაქირავება საათში 49,90 ლარი ეღირება. პარტიაში აცხადებენ, რომ პროსტიტუცია ლეგალური უნდა გახდეს. მათი აზრით, ამ გზით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის აივ ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდება. სექს მუშაკები კი, დაცული იქნებიან ძალადობისგან, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან.

საროსკიპო მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ გახსნა. „გირჩის“ ამ ქმედებაზე, სამართალდამცავებს ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოუხდენიათ.