„გირჩის“ აქცია

„გირჩის“ ლიდერი შსს-ს მიმართავს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „შმაქსისტების“ დაჯარიმება უნდა შეწყდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ის მძღოლებთან ერთად მივიდა. თავდაპირველად კი ისინი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობითა და სიგნალებით უწყებისკენ წავიდნენ. „გირჩი“ და „შმაქსის“ მძღოლები არ გამორიცხავენ, აქცია ტაქსების რეფორმის გაუქმების მოთხოვნით თბილისის მერიასთანაც გაიმართოს.

კახა კალაძის განცხადებით, კანონდარღვევის შემთხვევაში ყველა პირი დაჯარიმდება.