„გირჩის“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია

„გირჩის“ ოფისში პარტიის ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ონლაინ-პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში. მისივე თქმით, პლატფორმის ფუნქციონირება სრულად ეფუძნება „გირჩის“ ციფრულ ვალუტას.

„გირჩის“ ლიდერის განმარტებით, აღნიშნული ვირტუალური ციფრული ფულის დაგროვება შესაძლებელია უშუალოდ „გირჩისთვის“ გაწეული ფინანსური კონტრიბუციით. გამოყენება კი შესაძლებელია „გირჩის“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნით, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების პროცესში.