„გირჩი“იშლება? - დაპირისპირება პარტიაში

ხუთი წლის წინ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება დაშლის საფრთხის წინაშეა. 2015 წელს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული ოთხი წევრის მიერ შექმნილ „გირჩში“ შიდა დაპირისპირებაა. ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს. თუმცა ჯერ გაურკვეველია, ვინ მიდის პარტიიდან: ჯაფარიძე, რომელიც თავად პარტიის დატოვებას არ აპირებს, თუ მის მიერ დასახელებული პირები, რომლებიც „გირჩიდან“ წასვლას ასევე გამორიცხავენ. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი,  არასრულწლოვნის ​პორნოგრაფიაზე პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას რეზონანსული განცხადება, რის გამოც, ის თანაგუნდელებმაც მწვავედ გააკრიტიკეს, თუ კონკრეტული პირობები: რატომ გაიყო გზები – მიზეზებზე მხოლოდ მინიშნებები კეთდება. მცდელობის მიუხედავად, ჯაფარიძის მიერ დასახელებულმა პირებმა დღეს მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

როდის იგეგმება კონსულტაციები პარტიის მომავალზე და თუ განიხილება გარიცხვის მექანიზმები? – თეონა მანაგაძე მუშაობს თემაზე.