„გირჩი“ სატელევიზიო მაუწყებლობას იწყებს

„გირჩი“ ახალ ვებგვერდს ხსნის და სატელევიზიო მაუწყებლობას იწყებს. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მათი ვებგვერდი გამჭვირვალეს გახდის პარტიის ფუნქციონირების ყველა დეტალს, ხოლო ტელევიზიის საშუალებით მათ შეეძლებათ იმ სეგმენტთან კომუნიკაცია, რომლებიც სოციალური ქსელით არ სარგებლობენ. როგორც სატელევიზიო არხი, ისე ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია გაშვებული.