„გირჩი“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პარტია „გირჩი“.  სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, კობა გვენეტაძის არასწორ და მიზანმიმართულ პოლიტიკას ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია და მოქალაქეების გაღარიბება უკავშირდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ეროვნული ბანკი ხელისუფლებასა და კომერციულ ბანკებთან ერთად დანაშაულებრივად მოქმედებს. „გირჩის“ წარმომადგენლის თქმით, მის ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა უჭერს მხარს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, გიორგი ვაშაძისა და კახა ოქრიაშვილისა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბაკის ზედამხედველობისთვის პარლამენტში არსებობს სხვადასხვა ფორმატები და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ. რაქვიაშვილი საკუთარ ინიციატივას ბიუროზე მომდევნო კვირის ორშაბათს დაარეგისტრირებს.