„გირჩი“ პარლამენტში

„გირჩი“ პარლამენტში მივიდა, თუმცა საკუთარი მოთხოვნებით. საპარლამენტო საქმიანობას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მათი მოთხოვნები შესრულდება – ან შვიდპუნქტიანი გეგმა ან შარლ მიშელის დოკუმენტზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერა.

საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად, „გირჩის“ წევრების თქმით, საშვი მათთვის ალეკო ელისაშვილმა დაუშვა. მათივე განცხადებით, პარლამენტში ყოველდღე ივლიან და საკუთარ დღის წესრიგს მიჰყვებიან.