„გირჩი“ მთაწმინდელებისგან ხმების ყიდვას აპირებს

„გირჩი“ მთაწმინდელებისგან ხმების ყიდვას აპირებს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარტიამ გადაწყვიტა, ღიად შესთავაზოს მთაწმინდელებს ანაზღაურება თითოეული მიცემული ხმისთვის. ჯაფარიძის განმარტებით, ანაზღაურება მოხდება „გირჩის“ ციფრული ვალუტით – ჯედით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ორი დანიშნულებით: დაგროვილი ჯედები ნებისმიერ მოქალაქეს აქცევს „გირჩის“ ნაწილად და შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს პარტიის პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებისა და „გირჩის“ მიერ დაგეგმილ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესებში. „გირჩი“   მოუწოდებს სხვა პარტიებს, ნუ შეეშინდებათ არსებული რეგულაციების.