„გირჩი“ იშლება - უთანხმოება პარტიაში

იყოფა, იშლება, თუ გაშლას იწყებს – „გირჩის“ მომავალი ისევ გაურკვეველია. ფაქტია, რომ საჯარო დაპირისპირებიდან მეოთხე დღეს თანაგუნდელები ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან. არცერთი მხარე 2016 წელს შექმნილი გაერთიანებიდან წასვლას არ აპირებს. შესაბამისად ბუნდოვანია, როგორ გაგრძელდება ორ ბანაკად დაყოფილი ერთი პარტიის საქმიანობა. სამ თანაპარტიელთან პარტიული თანამშრომლობის შეწყვეტის დაანონსების შემდეგ ჯაფარიძე დუმს. მისი თანამოაზრეების და მეორე მხარის მიერ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, გზები რამდენიმე ფაქტორმა გაყო. სახელდება „ფეიქსბუქ“-პოსტები, ასევე პარტიის შიგნით მმართველობის სისტემა. უთანხმოების ფონზე ირკვევა, რომ ორად გაყოფილი პარტიიდან ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ზურა ჯაფარიძის გარდა ვახტანგ მეგრელიშვილიც აპირებს მისვლას.