გიორგობის დღესასწაული
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.
ტრადიციულად ეკლესიებში დილიდან საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ქაშუეთის ტაძარში მიბრძანდა და წირვა იქ აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ ისაუბრა წმინდა დიდმოწამის განსაკუთრებულ ღვაწლზე, მის მიერ მოხვეჭილ მადლზე და იმ ძალაზე, რომელმაც მას ბოროტების დამარცხება შეაძლებინა. 6 მაისს ქართველი ერის მფარველად მიჩნეული წმინდა გიორგის აღსრულების დღეა. ქადაგების ერთი ნაწილი მოახლოებულ საეკლესიო კრებას და პატრიარქის არჩევნებს დაეთმო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის ასარჩევად დიდი საეკლესიო კრება მომდევნო კვირას შეიკრიბება.