გიორგობა

18:33, 23.11.2025

გიორგობა მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში წირვა–ლოცვა შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში კი რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. წმინდა საკვირველმოქმედო და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია მას წელიწადში ორჯერ – 23 ნოემბერსა და 6 მაისს იხსენიებს.

მსგავსი