გიორგობა
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ჩატარდა. კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ კი სადღესასწაულო ღვთისმსახურება სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩაატარა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა.
გადმოცემის თანახმად, რომის იმპერატორმა დიოკლიტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის აწამა. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს კი თავი მოჰკვეთეს. 6 მაისი დიდმოწამე წმინდა გიორგის აღსრულების დღეა. ის ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.