დღეს გიორგობაა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება დილიდან საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, საყოველთაო ნათლობის 70-ე ეტაპიც გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა. ტაძარის კურთხევიდან დღეს ზუსტად 20 წელი გავიდა.