გიორგობა
წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა მეუფე შიომ, რომელმაც წირვის შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ სამების ტაძრის კურთხევიდან 20 წელი გავიდა, რის გამოც მეუფე შიომ პატრიარქის დალოცვა გადასცა იმ ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სამების ტაძრის მშენებლობაში. მეუფე შიომ ქადაგებისას განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. დღესვე საყოველთაო ნათლობა იმართება და 700 ბავშვი მოინათლება.