გიორგი (გიგა) ბათიაშვილის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია

15:26, 23.11.2024

კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ბათიაშვილის საიუბილეო თარიღი აღნიშნეს. ორგანიზაცია „აი სტუდიოს“ ავტორობითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ გამოცემული ორენოვანი საიუბილეო წიგნ-ალბომის„გიგა ბათიაშვილი – მომავლის პროექტები და ხედვა“ – პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი გვაცნობს გიგა ბათიაშვილის შემოქმედების საინტერესო და თითქმის უცნობ, როგორც თავად ავტორი უწოდებდა, „არქიტექტურულ ესეებს“, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მშობლიურ თბილისთან მისი ურთიერთობის ნაყოფია.

მსგავსი