გიორგი ვაშაძის შეხვედრა მცირე ბიზნესთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი იმ ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელსაც კოვიდ-პანდემიის პირობებში ფინანსური პრობლემები შეექმნა. ვაშაძე გამარჯვების შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას და ბანკების მიერ იპოთეკით დატვირთული ქონების ჩამორთმევის შეჩერებას ჰპირდება.