გიორგი ვაშაძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან  

გიორგი ვაშაძემ პანდემიის პირობებში ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა წარმოადგინა.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ მიიჩნევენ, რომ კრიზისის დასაძლევად საჭიროა, 500 მილიონიანი სუბსიდირება მცირე მეწარმეებისთვის, აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება და პენსიონერთათვის საპროცენტო დავალიანების განულება. საკუთარი გეგმა გიორგი ვაშაძემ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. მეწარმეებმა ტურისტულ ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე გააკეთეს აქცენტი და მთავრობას მათი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვეს.

დატოვე კომენტარი