გიორგი ვაშაძის სასამართლო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. აღნიშნულით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს ორი შუამდგომლობით მიმართა. ერთ-ერთი, მოსამართლის აცილებას ითვალისწინებდა. შუამდგომლობა დადგა დასაკითხ პირთა სიაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვასთან დაკავშირებითაც. თუმცა მოსამართლემ, არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღესვე მტკიცებულებათა დასაშვებობაზეც იმსჯელეს და მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უცვლელად დაურთო საქმეს, დაცვის მხარის მტკიცებულებათა დართვა კი მოსამართლემ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 23 აპრილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას აღნიშნული თანხა გადახდილი აქვს.