გიორგი ვაშაძე რვაპუნქტიან გეგმას აქვეყნებს – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი წერს, რომ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან. „რვაპუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას, მათ შორის – ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას,“ – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი წერილში წერს, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.