გიორგი ვაშაძის განცხადება

„ახალი საქართველოს“ ლიდერი ხელისუფლებას მიმართავს, გახსნან საზღვრები.

გიორგი ვაშაძის თქმით, პანდემიამ და ტურისტების ნაკადის შემცირებამ მცირე და საშუალო ბიზნესს ეკონომიკური ზიანი მიაყენა. კერძოდ, მისივე განმარტებით, სასტუმროს მეპატრონეებს ბანკიდან კრედიტები აქვთ გამოტანილი, თუმცა გადახდას ვერ ახერხებენ. ამიტომ, ახალი საქართველოს ლიდერი მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის განმავლობაში ბანკის სესხები გაიყინოს.