გიორგი ვაშაძის განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ კანონები, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში შეიმუშავეს და დაარეგისტრირეს პარლამენტში, წინააღმდეგობაშია სტატუსის მისაღებად შექმნილ 12-ვე პუნქტთან.