გიორგი ვაშაძის განცხადება

გიორგი ვაშაძე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, მხარეებს სამოქმედო გეგმას სთავაზობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, პოლარიზებისა და გამწვავებული კონფრონტაციის ფონზე, მაღალია სამოქალაქო დაპირისპირების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

პარტიის ლიდერმა საზოგადოებას საქართველოს გამარჯვების 7-პუნქტიანი სტრატეგია წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება და საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებას ააცილებს.