გიორგი ვაშაძის განცხადება

საქართველოში დამატებითი უქმე დღეების დაწესების გამო, ხელისუფლებას აკრიტიკებს „სტრატეგია აღმაშენებელი“.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კრიტიკის მთავარი ადრესატი საკანონდებლო ორგანოა. მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მისვლას გეგმავდნენ, ვინაიდან ქონდათ ინფორმაცია, რომ სწორედ სამშაბათს გაიმართებოდა ბიუროს სხდომა, სადაც მოხდებოდა ამნისტიის ორი პროექტის ინიცირება.

ოპოზიციის კრიტიკას არ იღებს საპარლამენტო უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას ბოიკოტის გამო გაცდენილ სამუშაო დღეებს ახსენებენ. რაც შეეხება უქმე დღეებს, დეპუტატების თქმით, რეგლამენტის მიხედვით უქმეებზე პარლამენტი მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიკრიბოს, სხვა უქმეებზე კი საკანონდებლო ორგანოც ისვენებს.