გიორგი ვაშაძის განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პრემიერის განცხადებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, გიორგი გახარიამ უპასუხისმგებლო ბრალდება გააჟღერა, რომ მედია და ოპოზიციაა დამნაშავე იმაში, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დრომდე დაკავებული არ არის. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და მმართველ გუნდს აფრთხილებს, ხმების გაყალბების მცდელობას მათი მხრიდან მკაცრი რეაგირება ექნება.