გიორგი ვაშაძის განცხადება 

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ისანში გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ფართების დაკანონებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშაძე საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს თბილისის მერიაში უპასუხეს. მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ისანში მცხოვრებმა დევნილებმა უნდა გადაწყვიტონ ბინების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს დახმარების პროგრამით ისარგებლებენ თუ თბილისის მერიას მიმართავენ. რაც შეეხება სხვა ოჯახებს, ელოშვილის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 70 ოჯახს, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მიწები დაუკანონდება.

დატოვე კომენტარი