გიორგი ვაშაძის განცხადება

12:20, 10.09.2020

პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე  საუბრობს  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.  გიორგი ვაშაძის თქმით, გუშინ, ვარკეთილის მეტროსთან,  საბანკო სესხების პროცენტების განახევრებასთან დაკავშირებით, პარტიის აქტივისტების მხრიდან ხელმოწერების შეგროვების დროს, მათ მოხალისეებზე თავდასხმა მოხდა. როგორ ვაშაძე განმარტავს, გარკვეული ჯგუფი, რომელიც, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხრიდანაა მართული, აქტივისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ  შეურაცხყოფას აყენებს, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ აქვს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს.

მსგავსი