გიორგი ვაშაძის განცხადება

2016 წელს გაუჩინარებული 24 წლის რუსუდან ახალბედაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა გიორგი ვაშაძემ. გოგონას დედა საქმეში არსებულ ბუნდოვან გარემოებებზე საუბრობს. მისი თქმით, გამოძიებას არ ამოუღია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მობილური ტელეფონი და პირადი კომპიუტერი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია კრიმინოგენული მდგომარეობა. ქვეყანაში ჩამოშლილია პოლიციის სისტემა, რაც სახელმწიფოზე უარყოფითად აისახება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, დაინტერესდნენ და გამოიძიონ მსგავსი საქმეები. 24 წლის რუსუდან ახალბედაშვილი 2016 წელს გაუჩინარდა.